სტიქია თელავში - უხვი ნალექის შედეგად ადიდებული თელავის ხევი კალაპოტიდან გადმოვიდა.

დატბორილია ალაზნის გამზირისა და კავკასიონის ქუჩის ნაწილი, სეხნიაშვილის ქუჩა.

განადგურებულია ინფრასტრუქტურის ნაწილი, წყალი შევარდა საცხოვრებელი კორპუსების სარდაფებსა და პირველ სართულებში.

მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია და ბუნებრივი აირი.

ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და პოლიცია.
