დღეს პარლამენტში ფასების შემსწავლელი დროებითი კომისია კიდევ ერთხელ შეიკრიბება.

 დეპუტატები ამჯერად საცალო ქსელების ოპერატორებს მოუსმენენ. ფასებთან მიმართებით გააზრებული პოლიტიკის გატარების საჭიროებაზე საუბრობენ პოლიტიკოსები.

შეგახსენებთ, კომისია საკანონმდებლო ორგანოში თებერვლის დასაწყისში, სამი თვის ვადით შეიქმნა. მის მიზნად ფასწარმოქმნის მექანიზმების შესწავლის შემდეგ სხვადასხვა პროდუქტზე ფასების დარეგულირებისთვის რეკომენდაციების მომზადება სახლდება.