კულტურის სამინისტროსა და შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით 4-14 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება გიორგი მუჩიაშვილის პერსონალური გამოფენა სახლეწოდებით „ფლიუგერების გამოფენა“.
ფლიუგერი არის დეკორატიული მეტალის კონსტრუქცია, რომელიც ქარის მიმართულებას აჩვენებს. ტრადიციულად იგი შენობების სახურავებზე თავსდება და ხშირად გაფორმებულია სიმბოლური ან მხატვრული ფორმებით. თანამედროვე ფლიუგერი აერთიანებს პრაქტიკულ ფუნქციასა და დეკორატიულ ხელოვნებას, ქმნის შენობის იერსახის გამორჩეულ დეტალს და ასახავს კონკრეტულ თემატიკას.
გიორგი (გოიკა) მუჩიაშვილი არის ქართველი კერამიკოსი და დიზაინერი, რომლის დეკორატიული ნამუშევრები არქაულ ტრადიციებს ეყრდნობა. იგი მუშაობს კერამიკასა და შამოტზე, ქმნის დეკორატიულ ფორმებს, რომლებიც უძველეს მეთოდებსა და ტრადიციებს აცოცხლებს.მონაწილეობა აქვს მიღებლი როგორც ჯგუფურ, ისე პერსონალურ გამოფენებში. ასევე, დაპროექტებული აქვს არა ერთი ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი.
გამოფენა გაიხსნება 4 სექტემბერს „ქოლექტ არტ გალერეაში“, მცხეთის ქუჩა 48/50, 16:00 საათზე