ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე, მონაწილეობს ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში.

პლენარული სესიის ფარგლებში გაიმართება დებატები რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. ასევე, კონგრესი აირჩევს ახალ პრეზიდენტს, ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა პალატების პრეზიდენტებსა და ვიცე-პრეზიდენტებს.

ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესში საქართველოს დელეგაციის წევრად 5 წლის ვადით არის არჩეული.

სესია სტრასბურგიში დღეს გაიხსნა და 2 აპრილს დასრულდება.

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში  თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, დელეგაციის ხელმძღვანელის მოადგილე ნინო ვარდოსანიძე , ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი  ვარლამ წიკლაური აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრი გოგი ფუტკარაძე; ზუგდიდის, ქუთაისის და გარდაბნის საკრებულოს წევრები  მონაწილეობენ.