ფოთის მერი ბექა ვაჭარაძე ღვაწლმოსილ მსახიობს ნიარა ჭიჭინაძეს შეხვდა და 80 წლის იუბილე მიულოცა.
ქალბატონი ნიარა 1972 წლიდან ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის მსახიობია. შესრულებული აქვს 55-ზე მეტი როლი.
„ქალბატონი ნიარას სახელი ფოთის სცენასთან განუყოფლად არის დაკავშირებული. განსაკუთრებული სიყვარულითა და ერთგულებით ემსახურება თეატრს. მადლობა მინდა გადავუხადო მას მრავალწლიანი ღირსეული მოღვაწეობისა და კულტურის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის“, – განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა.
ბექა ვაჭარაძის გადაწყვეტილებით, ნიარა ჭიჭინაძეს მუნიციპალიტეტისგან ფულადი ჯილდო გადაეცა.
აღსანიშნავია, რომ იგი დაჯილდოებულია ვერიკო ანჯაფარიძის სახელობის პრემიით.