ქალაქ ფოთის მერი  ბექა ვაჭარაძ, ე წარმატებულ სპორტსმენს გვანცა ქარჩავას შეხვდა და სენეგალში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზიის მოპოვება მიულოცა.

,, საამაყო და სასიხარულოა, რომ ჩვენმა სპორტსმენმა, გვანცა ქარჩავამ, სენეგალში გასამართი ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშებისთვის ლიცენზია მოიპოვა. გვანცა მსოფლიოს 12 საუკეთესო უშუისტ გოგონას შორის მოხვდა. ვულოცავ გვანცას და მის მწვრთნელს, ვასილ დუნდუას, ამ მნიშვნელოვან წარმატებას და მომავალ ასპარეზობებზე ბევრ გამარჯვებას ვუსურვებ“ -განაცხადა შეხვედრისას ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.   


გვანცა ქარჩავას,  ფოთის მუნიციპალიტეტისგან აღნიშნული წარმატებისთვის ფულადი ჯილდო გადაეცემა.


ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშები ოქტომბერში გაიმართება, სადაც 18 წლამდე ასაკის საუკეთესო სპორტსმენები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მიიღებენ მონაწილეობას.