ფოთის ცენტრალურ სტადიონზე არსებულ საფეხბურთო ბაზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

პროექტი განხორციელდა საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთი 1913 ”- ის განვითარებისა და ქალაქში საფეხბურთო მიმართულებების ხელშეწყობის მიზნით.

სამუშაოების ფარგლებში მოეწყო ახალი სახურავი, გათბობის სისტემა, სველი წერტილები, სამედიცინო პუნქტი. რეაბილიტირდა ოთახები და გარე ფასადი, შეიცვალა კარ-ფანჯრები, შენობაში დამონტაჟდა სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. უახლოეს პერიოდში საფეხბურთო ბაზა აღიჭურვება ახალი ინვენტარით.

საფეხბურთო ბაზის რეაბილიტაცია  ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით ჩატარდა.

ქალაქ ფოთსი მერის, ბექა ვაჭარაძის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება აქტიურად გააგრძელებს სპორტის სხვადასხვა სახეობისა და სპორტსმენების მხარდაჭერას, რათა მომავალ თაობას ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრებისა და სპორტული წარმატებების მიღწევის მოტივაცია გაეზარდოს.