ფოთში, ქუჩიშვილის ქუჩაზე უბედური შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ცოლ-ქმარი ბუნებრივი აირის ნამწვით ინტოქსიკაციის შედეგად გარდაიცვალა. 1962 წელს დაბადებული მამაკაცი აზერბაიჯანელია, ხოლო 1949 წელს დაბადებული ქალი უკრაინელი.
„რამ გამოიწვია უბედური შემთხვევა, დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ყველა შესაბამისი სამსახური მობილიზებულია, აქ იმყოფებიან მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, პოლიცია და დამატებით დეტალებს ალბათ, გამოძიება დაადგენს. წინასწარი ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გაზის გაჟონვაა, თუმცა ამ ეტაპზე სხვა დეტალები უცნობია",- განაცხადა ნაბადის უბნის მუნიციპალიტეტის მთავარმა სპეციალისტმა, რომეო ჩაჩხიანმა.
როგორც შსს-ში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.