აქციის მონაწილეების განცხადებით,  მათი უკმაყოფილების
მიზეზი, სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიებიდან შემოთავაზებული უკიდურესად დაბალი ტარიფებია. ისინი საქართველოს მთავრობას თხოვნით მიმართავენ, გაუქმდეს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიები.

აღნიშნული პროცესის  გამომწვევი ფაქტორები და მოთხოვნები მათ მიერ ასეა აღწერილი:

1. სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიებიდან შემოთავაზებული უკიდურესად დაბალი ფასი (ტარიფები).

2. აზერბაიჯანის ტერიტორიიდან საწვავის, კერძოდ დიზელის გადმოტანის შეზღუდვა არაუმეტეს 100 ლიტრისა ყველა ქვეყნის მოქალაქე მძღოლისთვის რომელიც დატვირთულ მდგომარეობაში გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს.

3. რკინიგზის მიერ საკონტეინერო გადაზიდვების შეზღუდვა წონის შესაბამისად.

4. მოვითხოვთ საქართველოს მთავრობამ გააუქმოს უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მიერ საქართველოში დარეგისტრირებული სატრანსპორტო ლოჯისტიკური კომპანიები მიიღოს კანონი აკრძალვასთან დაკავშირებით.

დღეს ტრაილერების მძღოლებს ფოთის მერი შეხვდა და
მათ საკითხში გარკვევას  დაჰპირდა.


,,ჩვენი მოთხოვნები ძირითადად ეხება გადაზიდვებში არსებულ პრობლემებს. ამ საკითხთან დაკავშირებით შევხვდით ქალაქის მერს, შეგვპირდა დახმარებას და დიდი იმედი გვაქვს, რომ გულთან მიიტანა ჩვენი პრობლემა და შეგვპირდა დახმარებას. ორშაბათს ველოდებით პასუხს",- ამბობს ერთ-ერთი აქციის მონაწილე.