ლაბორატორიული კვლევის ცენტრის დირექტორის, გია რუხაძის განცხადებით, ქიმიური და მიკრობიოლოგიური გამოკვლევების შედეგების მიხედვით, ფოთის სანაპირო ზოლში, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებელი საერთაშორისო სტანდარტების მოთხოვნებს შეესაბამება და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხოა.

"ქ. ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის,  ჯანმრთელობის დაცვის სპეციალური პროგრამის შესაბამისად, მაისის თვეში ლაბორატორიული კვლევის ცენტრის მიერ, ორჯერ იქნა გამოკვლეული ქალაქში არსებული 5 პლაჟზე აღებული ზღვის წყლის ხარისხი. მიღებული შედეგების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზღვის წყალი ქალაქში შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტის მოთხოვნებს და იგი უსაფრთხოა როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე ჩამობრძანებული ვიზიტორების ჯანმრთელობისათვის"- განაცხადა გია რუხაძემ.

ლაბორატორიული კვლევის ცენტრი მთელი სეზონის განმავლობაში, ოქტომბრის შუა რიცხვებიდან, ზღვის ხარისხობრივი მაჩვენებლის მონიტორინგს, ყოველ თვე ორი კვირის ინტერვალით განახორციელებს.