სურსათის ეროვნულმა სააგენტო ინფორმაციით, ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში ინდივიდუალური მეწარმე ა. გ.-ის (მისამართი: გარდაბანი, სოფელი მუღანლო) კუთვნილი სასაკლაო შეამოწმეს.

 ინსპექტირებისას გამოვლინდა, რომ  მეწარმე ცხოველების დაკვლას  შემდგომი რეალიზაციის მიზნით, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევით ახორციელებდა. ამასთან, ბიზნესოპერატორი    ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე ეწეოდა საქმიანობას. 

გამოვლენილი დარღვევებისთვის  ბიზნესოპერატორი, კანონმდებლობის შესაბამისად, დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით აგრძელებს არალეგალური საწარმოებისა და სასაკლაოების გამოვლენას. სააგენტო ბიზნესოპერატორებს მოუწოდებს, საქმიანობა კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით განახორციელონ. - ნათქვამი სესის გავრცელებულ ინფორმაციაში.