საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გეკა გელაძემ ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრ ერჟან სადენოვთან შეხვედრა გამართა.
ორი ქვეყნის სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა, ყურადღება გაამახვილეს არსებულ მჭიდრო და ეფექტიან თანამშრომლობაზე.გეკა გელაძემ აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის ყაზახ კოლეგებთან ერთად, სხვადასხვა მიმართულებით არსებული პარტნიორობის გაფართოებისთვის.
მხარეებმა, ასევე, ხაზი გაუსვეს გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების მნიშვნელობას.
შეხვედრა ჩინეთის ქალაქ ლიანიუნგანგში გაიმართა, სადაც გეკა გელაძემ, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრის მიწვევით, მონაწილეობა მიიღო გლობალური საზოგადოებრივი უსაფრთხოების თანამშრომლობის ფორუმში.