წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი გენადი ბალანჩივაძე სახალხო დღესასწაულის "შემოდგომის წყალტუბოს" ფარგლებში კინო- ფესტივალ International Wellness & Tourism Film Festival 2026-ის გახსნის ღონისძიებას დაესწრო. 

გენადი ბალანჩივაძემ ღონისძიების დამსწრეებს მიმართა. მერმა ხაზი გაუსვა წყალტუბოს ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მნიშვნელობას.

ფესტივალი, International Wellness & Tourism Film Festival 2026 სამი წლის წინ დაარსდა და ყოველწლიურად ტარდება.

სახალხო დღესასწაულის ფარგლებში ქართული ფოლკლორის კონცერტი გაიმართა, რომელშიც  მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ქორეოგრაფიული ანსამბლები, სტუდიები და ფოლკლორული ჯგუფები მონაწილეობდნენ.

ღონისძიებას ესწრებოდნენ მერის მოადგილე გია კვასტიანი, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი რიმა მარგიანი, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სერგო კირკიტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.