საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, საკუთარ საცოხვფრებელ სახლში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, გიორგი ბარამიძე დააკავა. 

გენერალური პროკურორის მოადგილის ამირან გულუაშვილის ინფორმაციით, გიორგი ბარამიძე ორი მუხლით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით დააკავეს.

შეგახსენებთ, 2026 წლის 7 აგვისტოს გიორგი ბარამიძის გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშობლოს ღალატის  და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.

ცნობისთვის, გია ბარამიძემ განაცხადა: ვთქვი, რომ რუსულ მხარეს, სეპარატისტულ მხარეს ჰყავდა ამდენი ტყვეები და ჩვენ არ გვყავდა იმიტომ, რომ ჩვენები ხვრეტდნენ - ეს არ ნიშნავს, რომ ქართული სახელმწიფო და ქართული ჯარი ხვრეტს

ინფორმაცია განახლებადია