სამი რამ არასდროს ბრუნდება უკან - დრო, სიტყვა და შესაძლებლობა. ამიტომ არ დაკარგო დრო, შეარჩიე სიტყვები და ხელიდან არ გაუშვა შესაძლებლობები. - ამის შესახებ ფილოლოგი გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.
"ამ სიტყვებს კონფუცის უკავშირებენ.
26 საუკუნე გავიდა მისი დროიდან, კაცობრიობა კი ამ სიტყვათა მნიშვნელობაზე სულ ფიქრობს და ფიქრობს - ჯერაც ვერ გადაწყვიტა, დაუჯეროს თუ არა.
კონფუცის კი ალბათ ეღიმება - თუ ღიმილი მარადიულია." - წერს გია მურღულია "ფეისბუკში".