ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა განაცხადა.
"რადიკალების მხრიდან ვხედავთ, რომ ოღონდ თავიანთი საქმე გააკეთონ, ოღონდ თავიანთი სცენარების განხორციელებაში ხელი არ შეეშალოთ, ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათ შორის იმაზეც, რომ ახალგაზრდები იყვნენ ციხეში. მათი წაქეზებულია ეს ახალგაზრდობა, მათ შეიყვანეს შეცდომაში. ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის”, - განაცხადა სოსიაშვილმა.