საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, თურქმენეთის განათლების მინისტრ ჯუმამირატ გურბანგელდიევთან ერთად, მონაწილეობა მიიღო თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში, სადაც უახლეს სასწავლო ინფრასტრუქტურასა და საგანმანათლებლო პროგრამებს გაეცნო.
ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა თურქმენეთის პრეზიდენტმა, სერდარ ბერდიმუჰამედოვმა, რომელმაც უმაღლესი განათლებისა და უნივერსიტეტების განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ცერემონიის დასრულების შემდეგ გივი მიქანაძეს კოლეგა მინისტრმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა განათლების სფეროში პარტნიორობის გაძლიერების პერსპექტივები, მათ შორის საქართველოს უნივერსიტეტებისა და თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის პარტნიორობის საკითხები განიხილეს.
მინისტრთან ერთად იმყოფებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა
და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონია და საქართველოს ელჩი თურქმენეთში კონსტანტინე საბიაშვილი.