გლდანის რაიონის გამგეობამ მიმდინარე წელს, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები 41 მისამართზე დაასრულა.

კერძოდ, 31 მისამართზე ლიფტის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა, სახურავები განახლდა 5 მისამართზე, ასევე 5 მისამართზე მოწესრიგდა წყალარინების ქსელი.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 1 643 500  ლარი დაიხარჯა.

ამასთანავე, გრძელდება სარეაბილიტაციო პროექტები. ამ დროისთვის, სამუშაოები  26 მისამართზე  ხორციელდება. ერთ-ერთ მიმდინარე პროექტს მუხიანის მესამე მიკრორაიონში რაიონის გამგებელი ბესიკ კალაძე, საკრებულოს  მაჟორიტარ დეპუტატ ცოტნე ჩიქვინიძესთან ერთად, გაეცნო.