„თბილსერვის ჯგუფმა“ გლდანისხევის კალაპოტის გაწმენდის მასშტაბური სამუშაოები განახორციელა.
შედეგად, კალაპოტი სრულად გაიწმინდა დაგროვილი ნატანი ქვა-ღორღისა და ხე-მცენარეებისგან, რამაც წყლის თავისუფალი დინება უზრუნველყო.
პროცესის ეფექტურად წარმართვის მიზნით, სამუშაოებში ჩართული იყო 14 ერთეული სპეცტექნიკა.
მდინარის კალაპოტიდან მოპოვებული ინერტული მასალა სპეციალურად შერჩეულ ტერიტორიაზე განთავსდა.