გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად, ახალი საბავშვო ბაღის გახსნას დაესწრნენ.
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბანში საბავშვო ბაღის ახალი შენობა საზეიმოდ გაიხსნა.
სააღმზრდელო დაწესებულებას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა.
ახალი შენობა 200 აღსაზრდელზეა გათვლილი და ამ დროისთვის ბაღში 90 - მდე პატარა ირიცხება.
საბავშვო ბაღი ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. პროექტის ფარგლებში შენობა სრულად განახლდა, მოეწყო კომუნიკაციები. ასევე, მოწესრიგდა ეზო, მოიხატა გარეფასადი და შენობა აღიჭურვა ახალი ინვენტარით.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით განხორციელდა, პროექტზე მილიონ ლარამდე დაიხარჯა.
ხელთუბნის ახალ საბავშვო ბაღში, ადგილობრივ ბავშვებთან ერთად, თორტიზაში მაცხოვრები ბავშვებიც შეძლებენ სწავლას. ამ დრომდე ხელთუბნის ბაღის 3 ჯგუფი დროებით ფართში ფუნქციონირებდა.