პირველ ნაკადზე სკოლამ 20- მდე ბავშვს უმასპინძლა.
გორის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრი 10-დან 12- წლის ჩათვლით მოზარდებს გასართობ-შემეცნებით პროგრამას სთავაზობს. „საზაფხულო სკოლაში“ ბავშვები 10 დღის განმავლობაში ხვადასხვა აქტივობებით არიან დაკავებულები.
პროექტის მიზანია, მოზარდებისათვის ლოგიკური აზროვნების და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება და ინტელექტუალური უნარების განვითარების ხელშეწყობა. პროექტი მოიცავს შემეცნებით აქტივობებს, წიგნებთან და კომპიუტერთან საპრეზენტაციო უნარების გამომუშავებას. „საზაფხულო სკოლას“ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო უკვე რამოდენიმე წელია ახორციელებს.