მოკლედ ამბავი
ისე ოპოზიციის  50 ათასამდე ადამიანის 100 ათასი თვალი ( ადგილობრივი თუ უცხო) უყურებდა საარჩევნო პროცესს - ყველა იყავით ჩასაფრებული, მაგრამ  ეტყობა სათქვენოდ არაფერმა " გაირბინა"  ...  აღქმები იკმარეთო - ფაქტები სდუმან!
ეუთო/ოდირმა კონკურენტულად შეაფასა არჩევნები - ეს არის მათი მხრიდან არჩევნების უმნიშვნელოვანესი შეფასება. - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს. 

"წინასაარჩევნო პერიოდში ყველა კარგად ვხედავდით ოპოზიცია თავის ბაბლს და სოცქსელს ვერ მოსწყდა. "ოცნება"  ხალხში დადიოდა -  ვისმენდით მადლობასაც და მიმდინარე თუ სამომავლო გეგმებზეც ალალად ვსაუბრობდით.
ბევრს დაწერდა ადამიანი, მაგრამ გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმისო... 
პ.ს:  ყველა ვიდეო თუ ფოტოს (ზოგს სამახსოვროს)  რომელიც  დარღვევად იყო დაჰეჯდთეგებული კი გაეცა პასუხი. გული მიგრძნობს, ბოლოს,  დენცქვიტას (შტეფცელს)  დააბრალებენ  ტოპ ტვინები  რაღაცას  - რომელიც " ელ.ტექნიკის ბაბლიდანაა"- წერს გრეტა წიწავა.