„ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ უცხოურმა ძალებმა და მათი წარმომადგენლებმა, ვითომ „ენჯეოებმა“ და პოლიტიკურმა პარტიებმა რამდენჯერ სცადეს, მათ შორის, ეკონომიკური კრიზისების შექმნა საქართველოში. მაგისტრალების გადაკეტვით, დეზინფორმაციის გავრცელებით, თითქოს აქ შავი ხვრელებია, საერთაშორისო სანქციებისგან თავსი არიდება ხდება, ინვესტორები არ ჩამოდიან. – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
"ეს ე.წ. რუსოფობიაც სწორედ ამას ემსახურება, საზოგადოებაში დანერგონ აზრი, რომ ხელისუფლება რუსულ პოლიტიკას ატარებს. მაშინ როდესაც, ხალხს ახსოვს, აგვისტოს ომის შემდეგ „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებამ სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსეთს. ამაზე მეტი რუსული საქმე, რა შეიძლება, გააკეთოს ვინმემ, რუსებს ინვესტიციებს ეხვეწებოდნენ. დღეს საუბრობენ რუსოფობიაზე. ცდილობენ, როგორმე პოლიტიკური ან ეკონონომიკური კრიზისი შექმნან, შეასუსტონ სახელმწიფო ინსტიტუტები“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.