საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, ქვეყნის მასშტაბით, 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაცია განხორციელდება.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, გურიის რეგიონში მიმდინარე წელს 17 ახალი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების მშენებლობა დაიწყება. 14 საბავშვო ბაღზე ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია, ხოლო დარჩენილ 3 პროექტზე პრეტედენტი მოწვეულია ხელშეკრულების გასაფორმებლად.

2023 წელს დაიწყება შემდეგი ბაღების მშენებლობა:

ქ.ოზურგეთის N8 საბავშვო ბაღი

სოფელ მერიის საბავშვო ბაღი

სოფელ გურიანთის საბავშვო ბაღი

სოფელ მთისპირის საბავშვო ბაღი

სოფელ შრომის (ხრიალეთის) საბავშვო ბაღი

სოფელ ძიმითის საბავშვო ბაღი

სოფელ ბოხვაურის საბავშვო ბაღი

სოფელ მაკვანეთის საბავშვო ბაღი

სოფელ ღრმაღელეს საბავშვო ბაღი

სოფელ გულიანის საბავშვო ბაღი

სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღი

სოფელ აკეთის ( გაგური) საბავშვო ბაღი

სოფელ ნინოშვილის საბავშვო ბაღი

სოფელ შუა ამაღლების საბავშვო ბაღი

სოფელ ზომლეთის საბავშვო ბაღი

სოფელ გუთურის საბავშვო ბაღი

სოფელ გოგოლესუბნის საბავშვო ბაღი

ასევე, მიმდინარე წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდება 8 საბავშვო ბაღს:

ქ.ოზურგეთის N3 ბაგა-ბაღი

სოფელ ქვემო ნატანების საბავშვო ბაღი

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო და N1 ბაგა ბაღები სოფელ ჩიბათის საბავშვო ბაღი

სოფელ ეწერის საბავშვო ბაღი

სოფელ შრომის საბავშვო ბაღი

სოფელ ჯურუყვეთის საბავშვო ბაღი

საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და რეაბილიტირდება. მოეწყობა შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის.

სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.