გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან ალექსანდრე თევდორაძესთან და კომპანიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, სადაც რეგიონში წყლის სისტემის მოწყობის საპროექტო-სამშენებლო საკითხებზე იმსჯელეს. ასევე, ადგილზე გაეცნენ მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

გურიის რეგიონისთვის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, 125 მლიონ ლარამდე სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო.