გურიის რეგიონში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია მოეწყო. აღნიშნულ აქციაში სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლები ჩაერთნენ და დანაგვიანებული ტერიტორია მყარი ნარჩენებისაგან გაწმინდეს.

წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ 22 მარტს აღინიშნება.