გურიის რეგიონში, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში, სახელმწიფო და მუნიციპალურ პროგრამებზე მოქალაქეების ინფორმირების მიზნით საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

სამხარეო ადმინისტრაციის, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურისა და სოფლის განვითარების სააგენტოს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს იმ პროგრამებსა და პროექტებზე, რომლებიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მიერ ხორციელდება და ხელმისაწვდომია გურიის რეგიონისთვის.

აღნიშნული შეხვედრები მუნიციპალიტეტების ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდა.