მკვლელობა მოხდა გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდენახში. 36 წლის მამაკაცი სოფლის ბოლოს, ვენახში გარდაცვლილი იპოვეს. 

შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.  არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით აქვს მიყენებული. 

მკვლელობის მოტივი და სხვა დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.