გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყის ცენტრში მსუბუქი ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
დაშავებული ქალი გურჯაანის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
ცნობილია, რომ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა თავად მძღოლმა გამოიძახა.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული.