გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ მელაანში,  ჰონდას  მარკის ავტომობილი შეჯახების შედეგად  ამობრუნდა და ცეცხლი გაუჩნდა.

ცეცხლმოკიდებულ მანქანაში ხუთი ადამიანი იმყოფებოდა, გადასვლა ორმა მგზავრმა შეძლო, სამი ადამიანის გამოყვანა კი ვერ მოხერხდა. 

გარდაცვლილებს შორის ორი არასრულწლოვანი  გოგონაა.

ადგილზე იმყოფებოდა პოლიცია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.