გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში ავტოსაგზაო შემთხვევას 34 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევის სავარაუდო მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე და ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლია.

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.