გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანთან  მაღალი სიჩქარით  მოძრავი „ოპელის“ მარკის ავტომობილი ტრაილერს შეეჯახა.  

მსუბუქ ავტომობილში მყოფი  ხუთივე  ადამიანი დაშავდა. 

არსებული ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც  ცენტრალურ მაგისტრალზე ერთ-ერთი საჯარო  სკოლის  მეთორმეტე კლასის მოსწავლეები, მათი მშობლები და გულშემატკივრები გადაადგილდებოდნენ. 

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ  საავადმყოფოში გადაიყვანა, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.