ამის შესახებ ,,აიპრესთან“ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა გოჩა გიორგიძემ განაცხადა. გიორგიძის თქმით, ბოლო ორი კვირის განმავლობაში ა ტიპის H3 და H1N1 ვირუსები მკვეთრადაა გააქტიურებული.

,,გასულ წელს კორონავირუსის გამო დაწესებულმა შეზღუდვებმა სეზონური ინფექციების გავრცელებაც შეამცირა. წელს კი, როცა გრიპის სიმპტომების მქონე მოქალაქეები პირბადეს არ იყენებენ ამ სეზონისთვის დამახასიათებელი რესპირატორული დაავადებების რიცხვი გაიზარდა. მინდა მოვუწოდო მოქალაქეებს, სიმპტომების შემთხვევაში მიმართონ ექიმს და მოერიდონ ადამიანებთან კონტაქტს.“-აღნიშნა გიორგიძემ.