აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარის წარმომადგენლად ირაკლი ბაღათურია წარადგინა.

ახლად დანიშნული წარმომადგენელი მთავრობის თავმჯდომარემ თანამშრომლებს წარუდგინა და აფხაზეთიდან დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად განსახორიცელებელ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.


ირაკლი ბაღათურიას საჯარო და კერძო სექტორში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2021-2025 წლებში იკავებდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის თანამდებობას.

ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს