სრულიად ლუსტრირებული არიან, ყველა აგენტი გაიშიფრა. ყველა თანაბრად დაზიანებულია, მათ თავი დაიზიანეს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, დღეს არსებული პოლიტიკური ძალები არა ხელისუფლების ოპონენტები, არამედ ქვეყნის ოპონენტები არიან.
„ერთმანეთს ილუზიაში აცხოვრებენ - ამდენი წელია ერთმანეთს ატყუებენ, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოდიან. აგენტებმა ვერ გაიყვეს ვინ იქნება წლიდან წლამდე მოწინავე აგენტი. მიხეილ სააკაშვილის ბრძოლა არ გაიშვა - რა დავალებასაც მიიღებს [იმას ასრულებს]. ესენი რომ დავალების გარეშე დატოვო, ალბათ გაქრებიან. ველზე ვერ გავიდნენ, ვერცერთი არჩევნები ვერ იმუშავეს ველზე. ნანუკა ჟორჟოლიანის წარსული ვიცით, ეს სახელები და გვარები, ეს სახეები ვიცით. შესაკრებთა გადანაცვლებით არ იცვლება ჯამი. ხელისუფლებას სჭირდება ჯანსაღი ოპონენტი, არ სჭირდება ქვეყანას აგენტურა. ესენი ხელისუფლების ოპოზიცია არ არიან, ქვეყნის ოპოზიციაა, რომელიც გარედან ფინანსდება. როგორ შეიძლება აგენტი ეროვნულ ღირებულებებზე საუბრობდეს? დასაცინები გახდნენ, მაგრამ სანამ აქამდე მივიდოდნენ ქართულმა საზოგადოებამ დიდი ბრძოლა გაიარა. ესენი ქვეყნის მტრები არიან“, - განაცხადა კირცხალიამ.