არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი, ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი. ეს ადამიანები კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობდნენ როგორც პარტაქტივი, არა როგორც ჟურნალისტები. კანონსაწინააღმდეგო აქციაში მონაწილეობა ისჯება შესაბამისი კანონით. ქუჩა გადაკეტეს 50 კაცით. როგორ შეიძლება, 50-მა კაცმა გადაკეტოს ქუჩა. ეს არის კანონდარღვევა. ურსულა ფონ დერ ლაიენი სიტყვით გამოდიოდა, ვიღაცამ რაღაც დაუყვირა და ეგრევე დააპატიმრეს და დიდი ოდენობით ჯარიმა გადაახდევინეს.

ერთი ქვეყანა დამისახელეთ, სადაც ერთი წლის განმავლობაში ყოველ დღე 50 კაცი კეტავს დედაქალაქის ცენტრალურ გამზირს. დედაქალაქის ცენტრალური გამზირი რომ გადაკეტოს ნებისმიერმა ჟურნალისტმა ნებისმიერ ევროპულ დედაქალაქში, რა თქმა უნდა, იგივე ზომებით დაუპირისპირდებიან, “, - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, შსს-მ ადმინისტრაციული წესით ჟურნალისტები ვახო სანაია და ქეთა ციცქიშვილი დააკავა. რომლებსაც თბილისის საქალაქო სასამართლო ადმინისტრაციული წესით პატიმრობა შეუფარდა.