ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, რომელიც პოლონელი ევროპარლამენტის განცხადებას შეეხებოდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, ამ ორ მიდგომას შორის ლოგიკური კავშირია, ვინაიდან სააკაშვილი გამორჩეული იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულებით.
„ამ ორ მიდგომას შორის არის ძალიან მჭიდრო, ლოგიკური კავშირი. თვითონ სააკაშვილიც თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება, ფეხქვეშ გათელვა მედიის თავისუფლების. აქედან გამომდინარე ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც. ეს არის აბსოლუტურად ლოგიკური ჯაჭვი. საზოგადოება, რა თქმა უნდა, აქედან გამოიტანს თავის დასკვნებს,“- აღნიშნა პრემიერმა.