მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას, ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას, კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის.
„ბატონ მამუკა მდინარაძეს ვულოცავ თანამდებობის დაკავებას. ის პირველად ესწრება საქართველოს მთავრობის სხდომას. კიდევ ერთხელ მინდა გავუსვა ხაზი სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის მნიშვნელობას. სახელმწიფოსთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურების გამართული მუშაობა, მათი საერთო კოორდინაციის ეფექტურად უზრუნველყოფა და ამ ყველაფერში სახელმწიფო მინისტრის და ვიცე-პრემიერის თანამდებობა. პიროვნულად ბატონი მამუკა მდინარაძე განსაკუთრებულ როლს შეასრულებს. მას მინდა წარმატებები ვუსურვო.
ასევე, მინდა აღვნიშნო, რომ ბატონი მამუკა მდინარაძე დაუბრუნდება აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მთავრობისთვის და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის. კიდევ ერთხელ წარმატებებს ვუსურვებ ბატონ მამუკა მდინარაძეს“, - განაცხადა პრემიერმა.