აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"მიხარია, რომ დღეს ვარ რაჭაში, აბროლაურში ჩემს კოლეგებთან ერთად. ჩემს მშობლიურ კუთხეში ვარ და აღვნიშნავთ „ფუძეობას“, რომელიც არის არაჩვეულებრივი დღესასწაული. მინდა, მთელ რაჭას, რაჭველებს მივულოცო დღევანდელი დღე. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რაჭის განვითარება და თითოეული ჩვენგანი მაქსიმალურად გავაგრძელებთ ზრუნვას იმისათვის, რომ რაჭა კიდევ უფრო მეტად განვითარდეს და გალამაზდეს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.