ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
"ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი არ უნდათ და უნდათ, რომ ისინი მოუნდეს საზოგადოებას და ეს წარმოუდგენელია. ერთმანეთი როცა არ გინდათ, საზოგადოებას ვერ მოუნდებით. ეს არის ძალიან მარტივი რეალობა, რომელიც აისახა 2024 წლის, 2025 წლის, 2020 წლისა და 2021 წლის არჩევნებზე და ისინი ამ რეალობას ვერ გასცდნენ.
რაც საბოლოო ჯამში, ძალიან კარგია. ეს არის რადიკალური ოპოზიცია, ანტისახელმწიფოებრივი დაჯგუფება, უცხოური აგენტურა, შესაბამისად, რაც მეტად იქნება მორღვეული ეს პოლიტიკური ძალა, მით უკეთესი ქართული დემოკრატიისთვის და ჩვენი პოლიტიკური სისტემისთვის. ჩვენი მთავარი ამოცანაა 2028 წლისთვის კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სრული განეიტრალება და თავად ძალიან გვეხმარებიან ამ ამოცანის მიღწევაში და მადლობა თითოეულ მათგანს ამისათვის, - განაცხადა პრემიერმა.