საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველო-ესპანეთის საკალათბურთო მატჩს დაესწრო.

მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 91:89 დასრულდა.

მატჩის დასრულების შემდეგ, პრემიერმა სპორტსმენებს გამარჯვება მიულოცა და წარმატებები უსურვა.

"სასწაული თამაში იყო და სასწაული გამარჯვება. ყველას მადლობა, გამორჩევა რთულია, ყველამ იმდენად გული და სული ჩადო, მაგრამ მე მაინც კაპიტანს გამოვარჩევდი. ყველას მადლობა. ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგით მსოფლიოზე გასვლისთვის და ბოლომდე უნდა მივიყვანოთ ეს საქმე. მინდა, წარმატებები გისურვოთ", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. ნაკლების ჩვენება