"ამ ხალხში და მათ პოლიტიკურ აზროვნებაში ანთებითი პროცესი მიმდინარეობს." – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

"რეალობა გახლავთ ის, რომ მათ რომ გონებაში ეს ანთებითი პროცესი არ ჰქონოდათ განვითარებული არაფერი დასანგრევი არ ექნებოდათ, პარლამენტი გადასაწველი არ ექნებოდათ, შემოვიდოდნენ პარლამენტში, 61 მანდატს გამოიყენებდნენ, რომ რაიმე სასიკეთო გაეკეთებინათ, მაგრამ მათ გეგმებში არასდროს ყოფილა ქვეყნისთვის სასიკეთოს გაკეთება, ამიტომაც არის ერთმანეთს ნგრევისა და დანგრევის მეთოდებს უწუნებენ. ეს ერთმანეთში არჩიონ, ვინ დონ კიხოტია, ვინ სერვანტესი, ვინ შექსპირის გმირი ან ავთანდილი. თუმცა, რა თქმა უნდა, არც ერთთან ამ ხალხის შედარებითი კავშირიც კი არ შეიძლება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში დაწერა: "არ უნდა ვიყოთ არც ჰამლეტები და არც დონ კიხოტები. როცა სამშობლო საფრთხეშია, უნდა ვიყოთ ავთანდილები და ერთად დავანგრიოთ ქაჯეთის ციხე!"