საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ ირინე იმერლიშვილს, საკუთარი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2025 წლის 20 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო უსურვებს მას წარმატებებს მომავალ საქმიანობაში - ნათქვამია საკონსტიტუციო სასამართლოს გავრცელებულ ინფორმაციაში.