თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე ახალი შესაძლებლობაა. ყველა მომხმარებელი, რომელიც 1–დან 31 ოქტომბრის ჩათვლით ივაჭრებს კრიპტოთი და შეასრულებს კამპანიის პირობებს, ბიტკოინით დასაჩუქრდება. ბონუსი ტრანზაქციის მიხედვით განისაზღვრება და ყიდვა-გაყიდვის ჯამური მოცულობის 0.5%-ს შეადგენს.
მაგალითად, თუ $15,000 დოლარის კრიპტოს იყიდი, შემდეგ $10,000 დოლარს გაყიდი, შენი ჯამური სავაჭრო მოცულობა $25,000 იქნება. შედეგად, ბონუსად 125 დოლარის ბიტკოინი დაგერიცხება.
ბონუსის მისაღებად საჭიროა:
- კამპანიის ფარგლებში შეასრულო კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის სულ მცირე ერთი წარმატებული ტრანზაქცია- 31 ოქტომბრის 23:59 საათისთვის შენს კრიპტო ანგარიშზე აქტივების ჯამური ღირებულება უნდა იყოს მინიმუმ $10,000
კამპანია ვრცელდება მომხმარებლებზე, რომლებიც:
• კრიპტო ანგარიშს გახსნიან 2026 წლის 1–დან 31 ოქტომბრის ჩათვლით
• უკვე ფლობენ კრიპტო ანგარიშს, მაგრამ 2026 წლის 1 აგვისტოდან კრიპტოს ყიდვის ან გაყიდვის არცერთი წარმატებული ტრანზაქცია არ განუხორციელებიათ, 1 ოქტომბრის მდგომარეობით კი, მათი კრიპტოაქტივების ჯამური ღირებულება $1,000-ზე ნაკლებია
ბონუსი კრიპტო ანგარიშზე ბიტკოინის სახით კამპანიის დასრულებიდან მაქსიმუმ 10 სამუშაო დღეში ჩაგერიცხება. შესაბამის შეტყობინებას SMS-ით მიიღებ.
კამპანიაში მონაწილეობა ავტომატურია და დამატებით რეგისტრაციას არ საჭიროებს.
გაეცანი კამპანიის სრულ წესებსა და პირობებს
დაიწყე კრიპტოთი ვაჭრობა თიბისის მობაილბანკში:https://app.tbcbank.ge/YiId/ln9hbzco
ეს არ არის ფინანსური რჩევა. გაითვალისწინე, რომ კრიპტოაქტივების ღირებულება ცვალებადია და ინვესტირება დაკავშირებულია რისკებთან.