ფრანგული კინოს ვარსკვლავს, იზაბელ აჯანის (Isabelle Adjani) სააპელაციო სასამართლომ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი საგადასახადო თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის სასჯელი ძალაში დაუტოვა. მას 10 თვით პირობითი პატიმრობა შეეფარდა.
ცნობილ მსახიობს ბრალად ედებოდა გადასახადებისგან თავის არიდების მიზნით ფიქტიური საცხოვრებელი ადგილის მითითება, ასევე დიდი მოცულობის ფულადი თანხების მალვა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება აჯანიმ სააპელაციო წესით გაასაჩივრა, თუმცა სასამართლომ მისი ბრალეულობა კვლავ დაადასტურა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირობითი სასჯელის გარდა, მსახიობს სოლიდური ფულადი ჯარიმის გადახდაც მოუწევს. თავად იზაბელ აჯანი და მისი დამცველები ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ საქმეში ფინანსური დარღვევები განზრახული არ ყოფილა.