თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

"დღეს ჩვენი დღეა - დღე, რომელიც ჩვენი გმირების თავგანწირვით და სამშობლოს მარადიულობის რწმენით მოვიპოვეთ. 

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და ჩვენი  ღირსების სიმბოლოა. იგი გვახსენებს, რამხელა წარსულის  და მომავალზე პასუხისმგებლობის მქონე ერი ვართ; რა გზა გავიარეთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის განმტკიცებისთვის და მშვიდობიანი განვითარებისთვის.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! გისურვებთ მშვიდობას, წინსვლას და კეთილდღეობას!
ხსოვნა და დიდება  იყოს ქვეყნის თავისუფლებისთვის თავდადებული გმირების! 
დიდება საქართველოს!" - ნათქვამია კახა კალაძის მილოცვაში.