"ოპოზიციად წოდებული უსამშობლო აგენტები განულებულები არიან. საზოგადოება ყველაფერს ხედავს. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობამ იცის, ვინ ვინ არის. - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან განაცხადა.
"იცის ის, რომ ოპოზიცია ჩართულია ქვეყნის წინააღმდეგ მტრულ საქმიანობაში. ცდილობენ, შეასრულონ გარედან მისული დავალებები. ცხადია, არა სამშობლოს სასიკეთოდ, რადგან გარე პატრონებს თავიანთი ინტერესები აქვთ. სურთ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა მაგალითად, საქართველო, უკრაინა საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენონ. ამას რომ ჩვენი ქვეყანა შეეწიროს, არ დავუშვებთ”,- განაცხადა კახა კალაძემ.