სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ ანაგაში, 45 წლამდე ასაკის მამაკაცმა სანადირო თოფიდან გასროლით ყოფილი მეუღლე მოკლა, დაჭრილია კიდევ ერთი პირი, რომელიც სასწრაფო-სამეფიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა, სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.

ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს.

ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.