უამინდობა იყო კახეთში. დაისეტყვა რამდენიმე მუნიციპალიტეტი, მათ შორის თელავის მუნიციპალიტეტში სეტყვამ გადაუარა სოფელ ყარაჯალას. 

ასევე, დასეტყვილია გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტები.
მოქალაქეებმა სტიქიის ამსახველი ვიდეო მასალა სოციალურ ქსელში განათავსეს. 

ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა.