ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების ერთ-ერთმა უმსხვილესმა ქსელმა, „კარფურმა“, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს,  კიდევ ერთი შთამბეჭდავი კამპანია - „კულინარიული ფესტივალი“, მოაწყო. 

ახალი კამპანიის ფარგლებში კარფურის მომხმარებლებმა 70%-მდე ფასდაკლებით ისარგებლეს მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე. განსაკუთრებული შეთავაზებები სამზარეულოს აქსესუარებსა და ყოველდღიური მოხმარების საყოფაცხოვრებო ნივთებზეც ვრცელდებოდა. 

საგაზაფხულო ფასდაკლებების გარდა, კარფურში კულინარიული შეჯიბრიც მოეწყო. ერთგული მომხმარებლები პირადად შეხვედნენ კარგად ნაცნობ ,საყვარელ პერსონაჟებს  და მათ მიერ მომზადებული კერძებიც შეფასეს. მომხმარებლებისგან შემდგარმა ჟიურის წევრებმა თავად ადევნეს თვალი ქართული გემოებით გაჯერებული ბურგერების მომზადების პროცესს და წამყვან შეფთან ერთად გამარჯვებული გუნდიც გამოავლინეს. 

 „კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.